ვლადიმერ პუტინი – და ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობენ უსაფრთხოების საკითხებში

რუსეთი და ბელარუსი აქტიურად თანამშრომლობენ უსაფრთხოების საკითხებში, საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„იგივე ეხება უსაფრთხოების საკითხებს, საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინმა მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამშრომლობის ყველა სფეროსადმი „ყურადღებიანი მიდგომისთვის“.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროსადმი ასეთი ყურადღებიანი მიდგომისთვის. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი