ვლადიმერ პუტინი – არავის ემუქრება, თავის ბირთვულ პოტენციალს ავითარებს

რუსეთი არავის ემუქრება, ის თავის ბირთვულ პოტენციალს ავითარებს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.­
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში „ბურევესტნიკის“ რაკეტისა და „პოსეიდონის“ წყალქვეშა აპარატის შემქმნელები დააჯილდოვა.
„ჩვენი ქვეყანა არავის ემუქრება. რუსეთი, ისევე როგორც ყველა სხვა ბირთვული სახელმწიფო, თავის ბირთვულ და სტრატეგიულ პოტენციალს ავითარებს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთში „ბურევესტნიკის“ მსგავსი ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტების ახალ თაობაზე მუშაობა დაიწყო.
„უკვე დაიწყო ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტების შემდეგ თაობაზე მუშაობა. მათი სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე სამჯერ მეტი იქნება და პერსპექტივაში შეიძლება ისინი ჰიპერბგერითი რაკეტები გახდნენ “, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.