ვლადიმერ პუტინი – რობერტ ფიცო უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების პლატფორმად სლოვაკეთს გვთავაზობს – ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ

სლოვაკეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის შემოთავაზებისთვის, ამის წინააღმდეგი არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინმა მედიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა ცნობებზე იმის შესახებ, რომ ს პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ გამოხატა მზადყოფნა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები სლოვაკეთში გამართოს.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების ადგილს : დიახ, მან თქვა, რომ თუ საქმე მოლაპარაკებებამდე მივა, სიამოვნებით შემოგვთავაზებს მის ქვეყანას, როგორც პლატფორმას ასეთი მოლაპარაკებების ჩატარებისთვის. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, თუკი აქამდე მივალთ, რატომაც არა, სლოვაკეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ეს ჩვენთვის მისაღები ვარიანტია“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მივმართავთ უკრაინას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი საკუთარი მოქალაქეების დასაბრუნებლად – პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ სურთ, ქართული მხარე იძულებული გახდეს, ისინი სახელმწიფო საზღვარზე დაუშვას

სალომე ზურაბიშვილი ტრამპს, ფაშინიანს და ალიევს – თქვენი წარმატება კავკასიაში მშვიდობისა და პროგრესის წარმატებაა – ქართველებმა მშვიდობისა და დამოუკიდებლობის ფასი იციან და ამ დიდ მიღწევას აფასებენ