რობერტ ფიცოს – თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია

რუსეთის პრეზიდენტი, პეკინში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა : „როგორ ხართ?“ – რაზეც პუტინმა უპასუხა: „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია“.
შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის, ასევე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება.
„ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესების დაცვის გარდა“, – დასძინა პუტინმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას