რეჯეფ თაიფ ერდოღანს – კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც გავეცანით, შეიძლება, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი, თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის კონფლიქტი, დარეგულირების ამერიკული წინადადებები და ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.
„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც ჩვენ გავეცანით, შეესაბამება რუსეთ-ამერიკის სამიტზე ალასკაში გამართულ დისკუსიებს და, პრინციპში, შეიძლება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის ინტერესი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების მიმართ“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”