ვლადიმერ პუტინი – პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ – იმედი მაქვს, შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს მშვიდობისკენ

პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, გზას გაგვიკაფავს ში მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ალასკაში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენი ქვეყანა გულწრფელად დაინტერესებულია ამის დასრულებაში. ამავდროულად, დარწმუნებულები ვართ, შეთანხმება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს, საჭიროა ამ კონფლიქტის ყველა ძირეული მიზეზის, ძირეული მიზნის აღმოფხვრა და ეს რამდენჯერმე ვთქვით. საჭიროა ს ყველა ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინება და ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის აღდგენა.
პრეზიდენტ ტრამპს ვეთანხმები, როგორც დღეს თქვა, რომ ბუნებრივია უკრაინის უსაფრთხოებაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ბუნებრივია, მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში და გზას გაგვიკაფავს ში მშვიდობისკენ. მოველით, რომ და ევროპული დედაქალაქები ამაზე კონსტრუქციულად იმუშავებენ და ამას არ დააზიანებენ”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინს და ტრამპს არ დაუზუსტებიათ კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ და დარბაზი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

საგამოძიებო სამსახური – სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 4 მლნ-მდე ლარის ზიანის მიყენებისთვის რვა პირია დაკავებული, რომელთაც 2021–2024 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალის რეალიზაცია განახორციელეს