– პოლიტიკური სტაბილურობა დღეს რუსეთისთვის სამმაგად მნიშვნელოვანია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამჟამინდელ ვითარებაში რუსეთს განსაკუთრებით სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა.
„ხალხი ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ყოველთვის რუსეთისთვის და დღევანდელ პირობებში ორმაგად, სამმაგად მნიშვნელოვანია: რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ჩვენი პოლიტიკური სისტემის მდგრადობა და შიდა პოლიტიკური სიტუაცია“, – განაცხადა პუტინმა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ელა პამფილოვასთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც ამომრჩევლებიც უზრუნველყოფენ, რუსეთის წარმატების საფუძველია ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს [ამომრჩევლებს], რომლებსაც არაფრის არ ეშინოდათ და გამოვიდნენ [გუბერნატორის არჩევნებზე], რითაც შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. დღევანდელ პირობებში ეს უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი