ვლადიმერ პუტინი პალესტინა-ისრაელის საკითხზე BRICS-ის ქვეყნების ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ვლადიმერ პუტინი სამშაბათს BRICS-ის ქვეყნების ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„21 ნოემბერს, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი BRICS-ის საგანგებო სამიტში (ვიდეოკონფერენციის საშუალებით) მიიღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოზა უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეშიც მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით