ვლადიმერ პუტინი – „ომის პარტია“ „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის

„ომის პარტია“ „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის , – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ს განცხადებით, ში კონფლიქტის მოგვარების განსხვავებული მიდგომები არსებობს.
„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოლო უკრაინელამდე ბრძოლაა საჭირო და არიან ისინიც, მაგალითად, -ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, თავად პრეზიდენტი ტრამპი, რომლებიც გამოსავლის მშვიდობიანი გზებით პოვნას ცდილობენ. ასე რომ, პირველი პარტია, „ომის პარტია“ მეორე პარტიას, „მშვიდობის პარტიას“ ყოველთვის თავს ესხმის“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მისი თქმით, „უკრაინის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები უგულებელყვეს“.
„ვინ არის ამ ტრაგედიაში დამნაშავე? ისინი, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანეს, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების სრული უგულებელყოფით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შესაძლებელია ჩვენს ხალხს ასე უპატივცემულოდ მოექცეს, უნდა იცოდეს, რომ ამას არასდროს დავუშვებთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.