ნიკოლ ფაშინიანს – დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა: ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო – მიხარია თქვენი ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, მოხარულია, რომ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შესაძლებლობა მიეცა, რადგან მრავალი განსახილველი საკითხი დაგროვდა.
„ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით და დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიებების ფარგლებში საუბრის შესაძლებლობით. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა, ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო და შინაარსიანი იქნება. მიხარია თქვენი ნახვა“, – აღნიშნა პუტინმა შეხვედრის დასაწყისში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დღეს დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნა. სამიტის ოფიციალური პროგრამა ხვალ იწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას