: ნაცისტების დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს

ს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნაცისტების დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

„ნაცისტების დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, ისევე როგორც ჰიტლერის ფანატიკოსების და მათი თანამზრახველების დანაშაულებს, რომლებმაც ცივად დაგეგმეს და ჩაიდინეს საბჭოთა ხალხის გენოციდი“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, ეს დანაშაულები არ ხდებოდა მხოლოდ ბრძოლის ველებზე.

„ისინი ებრძოდნენ უიარაღო ხალხს, მოხუცებს, ბავშვებს, ქალებს… 27 იანვარი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 1944 წლის ამ დღეს, წითელი არმიის ჯარებმა მთლიანად გაარღვიეს ლენინგრადის ბლოკადა. ერთი წლის შემდეგ, 1945 წელს, გაათავისუფლეს ოსვენციმი. ლენინგრადელები, ისევე როგორც სიკვდილის ბანაკების ტყვეები, სამუდამოდ დარჩებიან ნაციზმის ტანჯვის მტკიცებულებად“, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია