ვლადიმერ პუტინი – მტერი ღირსეულ პასუხს მიიღებს

მტერი ღირსეულ პასუხს მიიღებს, ს წინაშე მდგარი ყველა მიზანი მიღწეული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მტერი, რა თქმა უნდა, მიიღებს ღირსეულ პასუხს და ყველა ის მიზანი, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უდავოდ მიღწეული იქნება“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართულ ოპერატიულ შეხვედრაზე, რომელზედაც სასაზღვრო ოლქებში არსებული ვითარება განიხილეს.
მისი თქმით, კურსკის ოლქზე თავდასხმით ს რეჟიმი ცდილობს, გაიუმჯობესოს მოლაპარაკებების პოზიციები მომავალში.
„მაგრამ რა მოლაპარაკებებზეა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც ურტყამენ მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ან ცდილობენ შექმნან საფრთხე ბირთვული ენერგიის ობიექტებზე? რაზე შეიძლება მათთან საუბარი?“- აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სრულად გათავისუფლებაში, ასევე უთანხმოების დათესვა, ხალხის დაშინება, რუსული საზოგადოების ერთიანობის განადგურება, ანუ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე დარტყმის მიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!