ვლადიმერ პუტინი – მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია

მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო, მას [ზელენსკის] რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. მაგრამ თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ მე დავნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და სთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება.
„ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების ლეგიტიმურობა დაადასტურონ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს მიერ შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება ექნებათ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ