ვლადიმერ პუტინი – მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება – სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ამჟამად 617 000 რუსი სამხედრო იმყოფება

მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება, რადგან ამის საჭიროება არ არსებობს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასამდე ადამიანი გაიწვიეს. პუტინმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად, მობილიზებულების მიმართ ბევრი ირონია და დაცინვა იყო მიმართული და მათ ბრბოს ეძახდნენ, მაგრამ „რეზერვისტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი საბრძოლო პირობებში“.
ს განცხადებით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ამჟამად 617 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
„საკონტაქტო ხაზის სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია. საბრძოლო ზონაში 617 ათასი ადამიანი იმყოფება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.