ვლადიმერ პუტინი მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ბელარუსში გაემგზავრა, სადაც „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება.
უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომა საკავშირო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
ს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთისა და ბელარუსის საერთო თავდაცვითი სივრცის გაძლიერების საკითხებს.
ამასთან, დაგეგმილია არაერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრის ფორმირების, საქონლის უკანონო იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთიანი წესებისა და საკომუნიკაციო მომსახურების კომფორტული ტარიფების შემოღების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას