ვლადიმერ პუტინი მესამე მსოფლიო ომზე – საფრთხე ბევრია და იზრდება

რუსეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებული საფრთხეები იზრდება.
„იცით, არავის შეშინება არ არის საჭირო. საფრთხე ბევრია და იზრდება და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მტერი დღეს – ის ამძაფრებს სიტუაციას“, – განაცხადა პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში.
ამასთან, მისი თქმით, მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს.
„ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე დღეს. ის ამძაფრებს სიტუაციას. თუ ასე უნდათ, დაე იყოს ასე. დაე, კიდევ უფრო გააღრმაონ ესკალაცია. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას. ყოველთვის“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი მზად არის დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, მაგრამ არა თავის საზიანოდ.
„თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია ისე იცვლება, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობები და პერსპექტივები, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ მხოლოდ არა რუსეთის ფედერაციის ინტერესების საზიანოდ”, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს Deep State-ის გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას

ირაკლი კობახიძე – როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა – ყველა აცნობიერებს, რომ საჭიროა საუბარი, ალბათ ამის გამოხატულებაა, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან