ვლადიმერ პუტინი – მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან

მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან, ეს ილუზიური გათვლებია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა RICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა.
„საერთოდ არ მალავენ მიზანს ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის ილუზიური გათვლები, რომელთა გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის რუსეთის ისტორია“, – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, ს რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხეების შესაქმნელად იყენებენ.
„უკრაინა, რომელიც გამოიყენებოდა და გამოიყენება რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხის შესაქმნელად, უგულებელყოფენ ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს, სამართლიან შეშფოთებას რუსულენოვანი ადამიანების უფლებების დარღვევის შესახებ და ახლა ისინი საერთოდ არ მალავენ მიზანს, სტრატეგიული მარცხი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური – ბრძანებას მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, წყლის ჭავლზეც, არავითარი ჭელიძე, არავითარი ხარაზიშვილი – აქციებზე შეიძლება იყო გადამეტება, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება, პოლიციელების გარჩევა რთულია

ლევან ცუცქირიძე – მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა წინააღმდეგ ახლა ატარებენ ჩხრეკას და ცდილობენ დააშინონ – იყავით მტკიცედ, ნუ შეგაშინებთ „ქართული ოცნების“ დასკვნითი აქტის აბსურდი