ვლადიმერ პუტინი – კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა, თან საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე – ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტ სთან მოლაპარაკებები და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა უარყო. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა.
“რუსეთის დაშინების მცდელობით ს ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?” – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, გამოსვლაში პუტინს უკრაინის მიერ 1 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცია “ობობის ქსელი” არ უხსენებია, რომლის შედეგადაც, უკრაინული მხარის ცნობით, 41 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი დაზიანდა ან განადგურდა.
პუტინი 31 მაისსა და 1 ივნისს ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში სარკინიგზო გზების აფეთქებებზე საუბრობდა, რასაც მოსკოვი კიევს აბრალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც რვა წელია, თბილისის თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, იცის, რა პრობლემები აწუხებთ თბილისელებს

კახა კალაძე: პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და გავიმეორებ იმავეს – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს