ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდება

11 ოქტომბერს ირანის პრეზიდენტს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ს პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი ავრცელებს.
„ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორმხრივი საკითხების, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად გამწვავებული სიტუაციის განსახილველად“, – განაცხადა იური უშაკოვმა.
ვლადიმერ პუტინისა და მასუდ ფეზეშქიანის შეხვედრა თურქმენეთში შედგება.
„11 ოქტომბერს, თურქმენეთის პრეზიდენტის მოწვევით, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშხაბადს ეწვევა“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ