ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ირანის პრეზიდენტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრაზე რუსეთსა და ირანს შორის არსებული „მეგობრული ურთიერთობების“ შესახებ ისაუბრა.
„მსურს ხაზი გავუსვა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს, რუსეთ-ირანის მრავალმხრივი ურთიერთობების ბუნებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ირანთან „მუდმივ კონტაქტშია“.
„ჩვენ საერთაშორისო დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტში ვართ, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა მასუდ პეზეშკიანს სთხოვა, რომ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მისი მოკითხვა გადასცეს.
„გთხოვთ, საუკეთესო სურვილები და მოკითხვა გადასცეთ ირანის უზენაეს ლიდერს, ბატონ ხამენეის“, – განუცხადა პუტინმა პეზეშკიანს.