ვლადიმერ პუტინი – თუ კიევში ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ, მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რაც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც – ჩვენ მზად ვართ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც

-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, წინააღმდეგია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან საუბარში განაცხადა.
-ის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოსდის უკრაინული მხარის დათანხმება, წინააღმდეგია. როგორც ჩანს, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში იმყოფებიან და ოცნებობენ, რომ სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე. ვფიქრობ, ასეთ პოზიციას საფუძვლად მხოლოდ კომპეტენციის დაბალი დონე არ უდევს – საქმის ამ მხარეს ახლა არ განვიხილავ. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს პოზიცია ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული… თუ კიევში პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც. შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ეს გარდაუვლად გამეორდება… მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდე არაერთხელ მითქვამს, მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვისაც, პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. მაგრამ ეს საჭიროებს, რა თქმა უნდა, შემოთავაზებული გეგმის ყველა დეტალის საგნობრივად განხილვას. მზად ვართ ამისთვის”,-განაცხადა პუტინმა.