ვლადიმერ პუტინი – ვფიქრობ, გვირაბის ბოლოს სინათლეა – ტერიტორიებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს

ვფიქრობ, უკრაინის საკითხზე გვირაბის ბოლოს სინათლეა, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით -ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობას ვხედავთ. ჩვენ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს ვხედავთ, არამედ გულწრფელ სურვილს, რომ ამ [უკრაინის] საკითხის გადაწყვეტა ვიპოვოთ. ვფიქრობ, გვირაბის ბოლოს სინათლეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასახული მიზნების სამხედრო გზით გადაწყვეტა მოგვიწევს“, – განაცხადა პუტინმა.
ასევე, პუტინის განცხადებით, ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად უკრაინის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს.
„რა უნდა გააკეთოს [უკრაინის] ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუ მას სურს, რომ ლეგიტიმური იყოს და მოგვარების პროცესში სრული მონაწილეობა მიიღოს? პირველ რიგში, მათ რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მხოლოდ რეფერენდუმით წყდება“, – აღნიშნა ს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული