ვლადიმერ პუტინი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. სამწუხაროდ, მსგავსი პირობების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, -ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მიმართ ინტერესი ორივე მხარემ გამოთქვა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მისი და დონალდ ტრამპის შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არიან.
„ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი იქნებოდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია