ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისთვის მზადაა – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისთვის მზადაა. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესმდივნის თქმით, მოსკოვი ელოდება ვაშინგტონისგან სიგნალს რომ ისინიც მზად არიან ამ საუბრისთვის.
„პუტინი მზადაა და ჩვენ ველოდებით სიგნალს, ყველა მზადაა. რთულია იმის პროგნოზირება თუ რა იქნება, თუმცა როგორც კი რამე მოხდება, ჩვენ შეგატყობინებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვი ასევე გამოეხმაურა ს მოწოდებას არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის მიმართ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დასასრულებლად ნავთობის ფასები დაწიონ.
„ეს კონფლიქტი არ არის ნავთობის ფასებზე დამოკიდებული. ეს კონფლიქტი გამოწვეულია რუსეთის ეროვნული უშიშროების საფრთხით, იმ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსების საფრთხით და იმ გარემოებით, რომ ამერიკელებიც და ევროპელებიც სრულად უარს ამბობენ რუსეთის შეშფოთების მოსმენაზე“, – აღნიშნა პესკოვმა.
1tv.ge