ვლადიმერ პუტინი – დემოგრაფიული განვითარების სფეროში მიღებული ზომები არასაკმარისია, შობადობა კვლავ იკლებს

დემოგრაფიული განვითარების სფეროში მიღებული ზომები არასაკმარისია, შობადობა კვლავ იკლებს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ნეგატიური ტენდენცია გრძელდება. დემოგრაფიული განვითარების სფეროში მიღებული ზომები, როგორც ჩანს, არასაკმარისია. შობადობა კვლავ იკლებს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანს შობადობის ზრდა, ოჯახების მხარდაჭერა და ჯანსაღი სიცოცხლის გახანგრძლივება წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, დემოგრაფიაზე გავლენას გარე გამოწვევებიც ახდენს. მიუხედავად ამისა, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენს გრძელვადიან ისტორიულ მიზანს ჩვენი ერის შენარჩუნება და ზრდა წარმოადგენს. არსებული ვითარებისა და ობიექტური გამოწვევების მიუხედავად, ეს მიზანი უნდა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ს პრეზიდენტმა.