ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხს განიხილავენ

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრის ერთ-ერთი თემა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების მოგვარების საკითხი იქნება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების თემაზე.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანს სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვდება.