ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო ხელს მოაწერენ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს

ბელარუსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მინსკში მოეწერება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მინსკში, რუსეთ-ბელარუსის „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„შეთანხმება განსაზღვრავს ორმხრივ ვალდებულებას სა და ბელარუსის თავდაცვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, ტერიტორიების მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაზე ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, შეთანხმებაში ასევე საუბარია ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნების „უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართულად ამძაფრებს დაძაბულობას ში“, მსოფლიოს გლობალური კონფლიქტისკენ უბიძგებს.
„ამავე დროს, გარე ზეწოლის პირობებში, რუსეთი და ბელარუსი მსოფლიო საკითხებში ერთმანეთს ნამდვილ მხარდაჭერას უწევენ. მთავარი ის არის, რომ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები აგებულია მეგობრობისა და კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების ურყევ პრინციპებზე“, – აღნიშნა პუტინმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა