ვლადიმერ პუტინი – დარწმუნებული ვარ, რუსეთის უსაფრთხოება საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი – ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ

რუსეთის პრეზიდენტის, ს მტკიცებით, რუსი სამხედროების წყალობით ს უსაფრთხოება საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი და “დონბასისა და ნოვოროსიის მიწებზე დიდი ხნის ნანატრი და მდგრადი მშვიდობა დაბრუნდება”.
ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „რუსეთთან შეერთების დღესთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი წყალობით რუსეთის უსაფრთხოება საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი და დიდი ხნის ნანატრი და მდგრადი მშვიდობა დონბასისა და ნოვოროსიის გმირულ მიწებზე დაბრუნდება. ჩვენ ერთად ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ყველა გეგმა ასრულდება“, – მიმართა პუტინმა სამხედრო მოსამსახურეებს.
მისი თქმით, რუსები იბრძვიან და იმარჯვებენ, იცავენ ერთიანობას, ეროვნულ ინტერესებსა და ღირებულებებს
„ერთად ჩვენ ვიცავთ სამშობლოსადმი სიყვარულს და ჩვენი ისტორიული ბედის ერთიანობას. ჩვენ ვიბრძვით და ვიმარჯვებთ. ჩვენ ვიცავთ ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებს, საერთო მეხსიერებას და ღირებულებებს: რუსულ ენას, ტრადიციებს, კულტურასა და რწმენას“, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმები ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ე.წ. „რეფერენდუმების შედეგებზე“ დაყრდნობით, ე.წ. „ხელმძღვანელებთან“ ხელი მოაწერა შეთანხმებებს აღნიშნული რეგიონების „რუსეთთან შეერთების“ შესახებ.