– „ბურევესტნიკში“ დამონტაჟებული ბირთვული რეაქტორის გაშვება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსულ ფრთოსან რაკეტა „ბურევესტნიკში“ დამონტაჟებული ბირთვული რეაქტორის გაშვება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ბირთვული რეაქტორის გაშვებას საათები და დღეებში სჭირდება, ამ ბირთვული რეაქტორის ამოქმედება წუთებსა და წამებშია შესაძლებელი – ეს უდიდესი მიღწევაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რაკეტა „ბურევესტნიკი“ გარღვევაა არა მხოლოდ რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, არამედ მეცნიერებაშიც.
„ახლაც კი „ბურევესტნიკის“ რაკეტაში გამოყენებული რადიაციისადმი მდგრადი ელექტრონიკა უკვე გამოიყენება კოსმოსურ პროგრამებში. ამგვარად, ეს გარღვევაა არა მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, არამედ მეცნიერებისა და მთლიანად ეროვნული ეკონომიკის კუთხით“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან