ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს.
„სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების სხვადასხვა ასპექტი განიხილეს. რუსულმა მხარემ რეგიონში არსებული პრობლემებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა დაადასტურა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ასევე, კრემლის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა „ხაზი გაუსვა სირიის მთლიანობისა და სუვერენიტეტის მნიშვნელობას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები