ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილი, შესაძლოა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყოს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილი, შესაძლოა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყოს.
„ჩვენ ბევრი მეგობრები გვყავს, რომლებიც მზად არიან, დაგვეხმარონ ასეთი ღონისძიების ორგანიზებაში. ერთი ასეთი მეგობარი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, მოვილაპარაკებთ, მაგრამ ეს იქნებოდა ერთ-ერთი სრულიად შესაფერისი ადგილი“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის პირობების შექმნა ჯერ შორეული პერსპექტივაა.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს კრემლში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
