აცხადებს, რომ გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს”

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება.
შესაბამისი განცხადებები ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 28 ივლისს სანქტ-პეტერბურგში გააკეთა.
მისი თქმით, გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს.
პუტინის თქმით, გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა.”
-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით საკუთარ თავს, მათ შორის ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო ჯარების შესაძლებლობების ამაღლებას,” – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთში უკვე თითქმის დაასრულეს საშუალო და ახლო მანძილის “რიგი სისტემების” შემუშავება, და მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე -ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მათი სატელიტების ქმედებების გათვალისწინებით.”

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის