ვლადიმერ პუტინი – -ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს – გვესმის, რომ ამ კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ს უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.
„ყველა ვხედავთ, თუ როგორ სწრაფად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში. ამასთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს აჩენს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთს რუსეთსა და -ს შორის დიალოგის ჩაშლა სურს.
„გვესმის, რომ რუსულ-ამერიკული კონტაქტების აღდგენა ყველას არ ახარებს. დასავლური ელიტის ნაწილს მსოფლიოში არასტაბილურობის შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი. ეს ძალები დაწყებული დიალოგის ჩაშლას შეეცდებიან. ჩვენ ამას ვხედავთ“, – აღნიშნა პუტინმა.