ვლადიმერ პუტინი: აშშ გრენლანდიის ანექსიას ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გეგმავდა

ვლადიმირ პუტინმა საერთაშორისო არქტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გრენლანდიის ანექსიას ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გეგმავდა.

“ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის ვინმესთვის გასაკვირი ამბავი. სიღრმისეულად მცდარია იმაზე საუბარი, რომ ეს ამერიკის ადმინისტრაციის რაღაც ექსტრავაგანტული საუბრებია. რეალურად აშშ-ს ეს გეგმები XIX საუკუნის 60-იან წლებში გაუჩნდა. ჯერ კიდევ მაშინ აშშ-ს ადმინისტრაცია გრენლანდიისა და ისლანდიის ანექსიას გეგმავდა, მაგრამ იდეამ კონგრესის მხარდაჭერა არ მიიღო”. – თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, 4 მარტს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიას “ასე თუ ისე, მაინც მიიღებს”.

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი დიდი ხანია, ამბობს, რომ გრენლანდია აშშ-ს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება.

“ამ საღამოს გზავნილი მაქვს გრენლანდიის შესანიშნავი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებით აშშ-ში.

ჩვენ გრენლანდია გვჭირდება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ის მივიღოთ. მაგრამ ჩვენ ის რეალურად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ ჩვენ მას მივიღებთ, ასე თუ ისე მაინც მივიღებთ. ჩვენ გამყოფებთ უსაფრთხოდ, გაგამდიდრებთ და ერთად ავიყვანთ გრენლანდიას სიმაღლეზე, რომელზეც არც კი გიფიქრიათ”. – თქვა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. მის ამ სიტყვებს დემოკრატი კონგრესმენების უკმაყოფილების ხმები ახლდა. სიტყვებზე – “ასე თუ ისე მაინც მივიღებთ” – რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა გაიცინეს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირმა ზავრადაშვილი ლევან იოსელიანს – თქვენი ანგარიში ყველა მოქალაქის სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო! – შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, რაც ჩემი, ჩემი კოლეგების მიმართ ხორციელდება, აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან იმსჯელეს თემაზე – „როგორ უნდა გაგრძელდეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ბოიკოტით თუ ადგილობრივი არჩევნების გზით“

გია ვოლსკი ომბუდსმენს – მზადდებოდა „მაიდნის“ სცენარი და რეალურ სიტუაციას თუ შეაფასებთ, ეს არ დაგაკნინებთ, არავინ იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერთ მხარს – თქვენ უნდა იყოთ ის ავტორიტეტი, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ იყოთ