ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას – რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში

რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ აღნიშნულია ს პრეზიდენტის, ს მისალოც წერილში, რომელიც მან ოკუპირებული ს ე.წ. „პრეზიდენტს“, ასლან ბჟანიას ე.ს. „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ დღესთან დაკავშირებით გაუგზავნა.
„რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის აქტიური დახმარების გაწევას სახელმწიფოებრივი განვითარების პრობლემების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მილოცვაში.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დღეს „გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავს.