ვლადიმერ პუტინი – არცერთი თავმოყვარე ქვეყანა და ერი არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ, სანქციები არამეგობრული აქტია – რაც შეეხება შორი მოქმედების იარაღს, თუ დარტყმები განხორციელდება, პასუხი სერიოზული იქნება, გამაოგნებელიც კი, ამაზე დაფიქრდნენ

სანქციებით -ის ადმინისტრაცია ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, სანქციებს გარკვეული შედეგები ექნება, მაგრამ საგრძნობლად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ამასთან, მან არამეგობრულ აქტად შეაფასა სანქციები და თქვა, რომ „თავმოყვარე ქვეყანა“ არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ.
“რაც შეეხება ახალ სანქციებს. უპირველეს ყოვლისა, არაფერი ახალი ამაში არ არის. კი, მას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხასიათი აქვს, ეს გასაგებია, და გარკვეული შედეგები ექნება, მაგრამ საგრძნობლად მაინც ვერ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
ცნობილია, რომ თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოიღო. მათ დღეისთვის ორი ასპექტი აქვთ: წმინდა პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც.
რაც შეეხება პოლიტიკურს, რაზეა აქ საუბარი? ეს, რა თქმა უნდა, რუსეთზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა და არც ერთი თავმოყვარე ერი არაფერს წყვეტს ზეწოლის ქვეშ…
მეორე – ეს წმინდად ეკონომიკური შემადგენელია.
მაგრამ თუ პოლიტიკურ ნაწილზე ვისაუბრებთ, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, არამეგობრული აქტია ს მიმართ, ეს თვალსაჩინოა, და ეს არ ამყარებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რამაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო აღდგენა. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით -ის ადმინისტრაცია ზიანს აყენებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს,” – განაცხადა პუტინმა.
ასევე, პუტინმა უპასუხა კითხვას, რომელიც შორი დისტანციის იარაღის გამოყენებას უკავშირდებოდა.
პუტინი “ძალიან სერიოზული და გამაოგნებელი“ პასუხით დაიმუქრა შორი მოქმედების იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენებაზე.
“ეს ესკალაციის მცდელობაა, მაგრამ თუ ასეთი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განხორციელდება, პასუხი ძალიან სერიოზული იქნება, გამაოგნებელიც კი. დაე ამაზე დაფიქრდნენ”, – განაცხადა პუტინმა.