ვლადიმერ პუტინი – არასდროს გვითქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ

რუსეთს არასდროს უთქვამს უარი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, რომლებსაც მასთან კავშირების განვითარება სურთ, – ამის შესხებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურთ“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მეგობრებთან.
„ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, პირველ რიგში მათთან, ვისაც ჩვენთან მუშაობა სურს, ჩვენს მეგობრებთან“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.