ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანს რუსეთსა და ს შორის ტყვეების გაცვლის პროცესში შუამავლობის გამო მადლობა გადაუხადა.
„რუსულმა მხარემ მადლიერება გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავებული პირების გაცვლის პროცესში აქტიური შუამავლობისთვის“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ცნობით, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტებმა რუსეთსა და -ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.
„ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მიმდინარე რუსულ-ამერიკული დიალოგის განვითარების საკითხი განიხილეს. მოჰამედ ალ ნაჰაიანმა რუსეთისა და აშშ-ის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა“, – აღნიშნულია განცხადებაში.