ვლადიმერ პუტინი ანტონიო გუტერეშს – მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მაგრამ ოჯახებშიც ხდება სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც მიდის

მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი, მაგრამ ოჯახებშიც ხშირად ხდება უთანხმოება, სკანდალები და ჩხუბიც კი, – ასე უპასუხა ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელმაც BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანამ ერთი ოჯახივით უნდა იცხოვროს.
„ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ ყველამ ერთი დიდი ოჯახივით უნდა ვიცხოვროთ. ასეც ვცხოვრობთ. ოჯახებში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება უთანხმოება, სკანდალები, ქონების გაყოფა. ხანდახან საქმე ჩხუბამდეც მიდის“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, BRICS თავის ერთ-ერთ მიზნად სწორედ „საერთო სახლში ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას“ განიხილავს.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა BRICS-ის სამიტზე განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში საჭიროა მშვიდობა და ქვეყნებს მოუწოდა, ერთი დიდი ოჯახივით იცხოვრონ.

ასევე დაგაინტერესებთ