ვლადიმერ პუტინი ამომრჩეველს – მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფორმალური გამარჯვება

რუსეთის საპრეზიდენტო ს ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიეცით ხმა. მთავარია, თქვენ დაამტკიცეთ, რომ თქვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას პატივს სცემთ, არჩევანის თავისუფლებას აფასებთ. თითოეული თქვენგანის ხმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება
„მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნებში ფორმალური გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის მხარდაჭერას ნიშნავს, ჩვენი საერთო მიღწევების მხარდაჭერაა, რომლებიც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდებული უნდა იყოს, მაგრამ დღეს ისინი რუსეთს კიდევ უფრო აძლიერებენ და დამოუკიდებელს ხდიან“, – აღნიშნა პუტინმა.
დღეს, ს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28%-ი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია