ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბის პრესმდივანი – 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის მხარდასაჭერად ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ს კანდიდატურის მხარდასაჭერად ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის წინასაარჩევნო შტაბის პრესმდივანმა, ალექსანდრა სუვოროვამ განაცხადა.
„ხელმოწერების პირველი ნაწილი დღეს მოსკოვის რეგიონიდან ცენტრალურ შტაბში მიიტანეს, დანარჩენი რეგიონები ხელმოწერების გაგზავნას 5 იანვრიდან დაიწყებენ. რეგიონული შტაბის უახლესი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად 500 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ახლა ჩვენი ადვოკატები ყველა საჭირო დოკუმენტების შემოწმებას დაიწყებენ“, – განაცხადა სუვოროვამ.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის დასარეგისტრირებლად თვითდასახელებულმა პირმა მინიმუმ 300 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე – საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან – არ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი