ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი – აშშ და რუსეთი პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ

აშშ და რუსეთი პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ თვეში ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა განიხილა.
„რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირს, ასევე ტრამპის გუნდის წევრებს შევხვდი ჰუმანიტარული ხასიათის ზოგიერთი საკითხის განხილვის მიზნით, როგორიც პატიმრების შესაძლო გაცვლაა, რაზეც აშშ მუშაობს“, – განაცხადა დმიტრიევმა.
ამასთან, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი იმედოვნებს, რომ პატიმრების გაცვლა მხარეებს შორის უფრო მეტ ნდობას შექმნის.
Axios-ი წერს, რომ რუსეთში, სულ მცირე, რვა ამერიკელია დაკავებული.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებები პოზიტიური იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა არ მომხდარა.
„აშშ ნებისმიერი დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას მიესალმება“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან