ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი – და პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ

აშშ და პატიმრების გაცვლის საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გასულ თვეში ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკელ ოფიციალურ პირებთან პატიმრების გაცვლის შესაძლებლობა განიხილა.
„რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირს, ასევე ტრამპის გუნდის წევრებს შევხვდი ჰუმანიტარული ხასიათის ზოგიერთი საკითხის განხილვის მიზნით, როგორიც პატიმრების შესაძლო გაცვლაა, რაზეც მუშაობს“, – განაცხადა დმიტრიევმა.
ამასთან, გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთი იმედოვნებს, რომ პატიმრების გაცვლა მხარეებს შორის უფრო მეტ ნდობას შექმნის.
Axios-ი წერს, რომ რუსეთში, სულ მცირე, რვა ამერიკელია დაკავებული.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებები პოზიტიური იყო, თუმცა შეთანხმების მიღწევა არ მომხდარა.
„აშშ ნებისმიერი დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას მიესალმება“, – განუცხადა გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა