ვლადიმერ პუტინის თქმით, ისრაელს არაერთხელ აცნობეს, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების განზრახვა არ აქვს, საპირისპიროს ამტკიცებს ტრამპი

ისრაელს არაერთხელ ვაცნობეთ, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების განზრახვა არ აქვს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.
„უნდა ითქვას, რომ რუსეთს, ისევე როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, აბსოლუტურად არასდროს ჰქონიათ რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის მოსაპოვებლად ემზადება. ჩვენ ამის შესახებ ს ხელმძღვანელობას არაერთხელ ვაცნობეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების მოგვარება შესაძლებელია.
„არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელთა განხილვა და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ისრაელის შეშფოთებების მოსაგვარებლად შესაბამისი ფორმები და შესაძლებლობები არსებობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
საპირისპიროს ამტკიცებს ამერიკის შეერთებული შტატები. -ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი დაზვერვის უფროსი ტულსი გაბარდი ცდება, როდესაც ამბობს, რომ არ აქვთ მტკიცებულებები, რომ ირანმა ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამა განაახლა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ნიუ ჯერსიში ჩასვლისას განაცხადა.
დონალდ ტრამპს ჰკითხეს, რა სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ვარაუდობდა, რომ ირანი ქმნის ბირთვულ იარაღს, როდესაც მის დაზვერვაში მანამდე განაცხადეს, რომ მათ ამის მტკიცებულება არ ჰქონდათ.
„მაშინ ჩემი დაზვერვა ცდება. ვინ თქვა ეს დაზვერვაში?“ – იკითხა ტრამპმა, რაზეც უპასუხეს, რომ ეს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა თქვა.
„ის ცდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მარტში კონგრესში გამოსვლისას ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, რომ ამ ქვეყნის უზენაეს ლიდერს არ გაუცია 2003 წელს ბირთვული შეიარაღების შეჩერებული პროგრამის განახლების განკარგულება.