ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო

რუსეთის პრეზიდენტის ს განცხადებით, 2022 წელს სთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს -ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო. ამის შესახებ პუტინმა ალასკაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მახსოვს, 2022 წელს ბოლო კონტაქტების დროს მაშინდელ ადმინისტრაციასთან, როგორ ვცდილობდი დამერწმუნებინა მაშინდელი ჩემი კოლეგა [], რომ არ იყო საჭირო სიტუაციის იქამდე მიყვანა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული შედეგები მოჰყოლოდა სამხედრო მოქმედებების სახით. მაშინ პირდაპირ ვთქვი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა.
ჩვენ გვესმის, პრეზიდენტი ტრამპი ამბობს “მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა”. ვფიქრობ, ეს მართლაც ასეა”, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე პუტინმა ტრამპს შესთავაზა, მორიგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს.
შეგახსენებთ, ალასკაში შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ ს საგარეო საქმეთა მინისტრი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.