ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, რასაც ხელს უშლის ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც “ტოქსიკური ფიგურა” უწოდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სთან დაკავშირებით -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ევროპელი ლიდერებისგან განსხვავებით თავისუფალი ხელი აქვს, თუმცა კონფლიქტის არსებითი გადაწყვეტის საკითხის დონალდ ტრამპთან განხილვა ჯერ არ მომხდარა.
„ის არა მხოლოდ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არამედ, იმას აკეთებს რაც სურს. ეს ერთ-ერთი დიდი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ლიდერის პრივილეგიას წარმოადგენს“, – განცხადა ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად მიღწევა სურს, მაგრამ ამას ხელს უკრაინის პრეზიდენტი, უშლის.
„შექმნილ ვითარებაში, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სიმართლე გითხრათ, ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებოდით, რომ ის იქ იჯდეს და განაგრძოს იმ რეჟიმის დაშლა, რომელთანაც შეიარაღებულ კონფლიქტში ვართ. მაგრამ, უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ინტერესების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აუცილებელია უფრო ენერგიულად და სრულიად განსხვავებული მიმართულებით მოქმედება – ხელისუფლებაში იმ ადამიანების მოყვანით, რომლებიც უკრაინელი ხალხის ნდობით ისარგებლებენ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს – და სხვებს – “უფლება აქვთ და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ” მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის საკითხის მოსაგვარებლად.
პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის იმუშაოს “უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკელებთან” უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში იშვიათი ლითონებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების განვითარებაზე.
ასევე, რუსეთის ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტოქსიკურ ფიგურად” მოიხსენია.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია