ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გამოცადა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გამოცადა.
„უპილოტო წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონს“ ,ასევე, აქვს ბირთვული ენერგო დანადგარი. პირველად, ჩვენ მოვახერხეთ არა მხოლოდ მისი წყალქვეშა გადამზიდავიდან გამშვები ძრავით გაშვება, არამედ იმ ბირთვული ელექტრო დანადგარის გაშვებაც, რომელზეც ამ აპარატმა გარკვეული დრო გაატარა“, – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით, ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევას შეძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო