ვლადიმერ პუტინთან შევთანხმდი, რომ გვსურს, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში და ერთად ვიმუშავებთ, რაც ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს მოიცავს – დონალდ ტრამპი

ვლადიმერ პუტინთან შევთანხმდი, რომ გვსურს, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში და ერთად ვიმუშავებთ, რაც ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს მოიცავს –
-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, „რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში. ტრამპის თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ ერთად იმუშავებენ, რაც მოიცავს ერთმანეთის ქვეყნებში ვიზიტებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, შეთანხმდნენ, რომ მათი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ასევე ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტს, ს და გააცნობს საუბრის დეტალებს.
დონალდ ტრამპის თქმით, სთხოვა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, ჯონ რატკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ვოლცს და სპეციალურ დესპანს, სტივ ვიტკოფს, უხელმძღვანელონ მოლაპარაკებებს, რომელიც წარმატებული იქნება.
ტრამპის თქმით, სთან ერთად, ვლადიმერ პუტინთან განიხილა ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნული ინტელექტი, დოლარი და სხვა საკითხები.
საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა კონფლიქტის ძირეული მიზეზების გადაჭრის აუცილებლობა და დაეთანხმა ტრამპს, რომ გრძელვადიანი მოგვარების მიღწევა შესაძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი მოსკოვში მიიწვია.