ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას მოლდოვის ჩემპიონატში გააგრძელებს

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ტირასპოლის “შერიფში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი მოლდოვაში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი “შერიფთან” ხელს 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს.
მამუჩაშვილი “შერიფს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
შეგახსენებთ, მამუჩაშვილი ს “დინამოს” ღირსებას 2018 წლიდან იცავდა.