ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია, ხოლო ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ და გოდერძი ძებისაშვილმა მოიპოვეს

უნგრეთში, ჭიდაობაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ), რომელმაც ფინალში ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ვლადიმერ გამყრელიძემ ფინალამდე ყველა შეხვედრა მოიგო. ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ(70 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ალიბეგ მალიბეგოვი დაამარცხა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავე აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ) საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ირანელი აბბას იბრაჰიმზადეჰი დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში